სხვა

16:45 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტყვიის მსროლელთა ნაკრები პარიზშია

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება. ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმართება.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეს შეჯიბრება ამავე ტიპის იარაღში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც მარტში ხორვატიაში გაიმართება.
პარიზში ის შვიდეული ისვრის, რომელიც კონტინენტის პირველობისთვის ემზადება. იქ მარიამ ქობულაშვილის დებიუტიც შედგება ახალგაზრდებში, მისი დამატებით კი გოგონების ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაშიც შეძლებს გამოსვლას.

საქართველოს ნაკრები
ქალები
ნინო სალუქვაძე

ვაჟები
ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი

გოგონები
ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე, მარიამ ქობულაშვილი

ბიჭები
აკაკი მოსულიშვილი

0.115065