ჭადრაკი

14:00 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ხუთეულში შეაღწია

აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე მცირედით გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2513).

Cairns Cup-ის მე-6 ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ზატონსკიხი (2428) დაამარცხა და 3.0 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ნანას მომდევნო მეტოქე ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2468) იქნება.
გასულ ტურში შავებით ითამაშა და ფრანგ მარი სებაგთან (2476) ყაიმი დააფიქსირა ბელა ხოტენაშვილმა (2491).

ქართველ მოჭადრაკეს 1.5 ქულა მოუგროვდა და სწორედ სებაგთანა და გერმანელ ელიზაბეტ პაეტცთან (2466) ერთად, მერვე-მეათე პოზიციებს ინაწილებს. დღეს გვიან ღამით ხოტენაშვილი თეთრებით ირინა კრუშს (2435) დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის, შეჯიბრის ლიდერები რუსეთის ნაკრების წევრები ალექსანდრა კოსტენტიუკი (2532) და ვალენტინა გუნინა (2501) არიან 5-5 ქულით, ხსენებული კრუში კი მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ სენტ ლუისის საჭადრაკო ტურნირის საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 40 ათასს მიიღებს.

0.124127