ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის „რომასთან“ წაგების შემდეგ (1:2), „პორტუს“ მცველმა, პეპემ, ჟურნალისებს უთხრა, რომ დამთავრებული არაფერია და „დრაკონებს“ ძალუძთ საპასუხო მატჩში რომაელთა დამარცხება.
„კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც საჭირო იყო. თუმცა, ვიბრძოდით, ხასიათი გამოვავლინეთ და გოლიც გავიტანეთ. ახლა საპასუხო მატჩი შინ გველის და ვფიქრობ, შეგვიძლია „რომას“ დამარცხება. ახლა საჭიროა ყურადღებით გავაანალიზოთ პირველი შეხვედრა და ვნახოთ, რა არ გავაკეთეთ სწორად.“ - განუცხადა პეპემ უეფას პრესსამსახურს.