სამარის „კრილია სოვეტოვის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა ჯანო ანანიძემ. რუსული გუნდი თურქეთში შეკრებაზე ამხანაგურად ყაზახურ „კაისარს“ გაეჯიბრა და 3:0 დაამარცხა.
ჯანო ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 76-ე წუთამდე ითამაშა. ჩვენებურმა თავი მე-14 წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა.
ჯანომ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დალაშქრა მეტოქის კარი მას შემდეგ, რაც სამარელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს.
აქვე გეტყვით, რომ „კრილია სოვეტოვი“ რუსეთის პრემიერლიგაში მიმდინარე წელს პირველ მატჩს 2 მარტს, მოსკოვში, სოლომონ კვირკველიას „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.