კალათბურთი

21:40 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე მოედანს 10 ქულით დაუბრუნდა

33 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ოთხმატჩიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, რაც სანაკრებო პაუზის წინ სასიხარულო ამბავია.

ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალი” ყატარის ჩემპიონატში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ალ სადს” ესტუმრა და 78:95 წააგო.
გიორგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება ბერიშვილს, ის გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე არ გამოჩენილა.
16 ტურის თავზე სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარებაა შექმნილი. “ალ სადს”, “ალ შამალსა” და “ყატარს” 12-12 გამარჯვება აქვთ და პირველ-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.

0.124736