„ოკლაჰომამ“ შინ „პორტლენდი“ 120:111 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი.
უესტბრუკმა ზედიზედ 10 სამმაგი დუბლი მიითვალა, რითაც უილტ ჩემბერლენის 51-წლიანი რეკორდი დაამხო. ჩემბერლენმა ზედიზედ ცხრა სამმაგი დუბლი 1967/68 წლების სეზონში შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას უესტბრუკის „ოკლაჰომა“ 15 თებერვალს გასვლაზე „ნიუ ორლეანს“ დაუპირისპირდება, სადაც რასელს თავისივე რეკორდის გაუმჯობესების შანსი ექნება.