საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის აღმასკომის გადაწყვეტილებით საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა. ახალი დიზანით შექმნილი, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გორში გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი "საბურთალო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" იბრძოლებენ.