საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ახალი შტაბ-ბინის გახსნა ლოზანაში 23 ივნისს შედგება.
გახსნის ცერემონია გაიმართება ოლიმპიურ დღეს, რომელიც ასევე სიმბოლურად აღნიშნავს IOC-ის შექმნიდან 125-ე წლისთავს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი შტაბ-ბინის შექმნის იდეამ პირველად 2014 წელს გაიჟღერა.
დანიური არქიტექტურული კომპანიის - 3XN-ის მიერ შვეიცარიულ არქიტექტურულ კომპანიასთან - IttenBrechbühl თანამშრომლობით შექმნილი ახალი შტაბ-ბინა ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს IOC-ის 500-მდე თანამშრომელს, რომლებიც დღეს ლოზანაში ოთხ შენობაშია გადანაწილებული.
ახალი შტაბ-ბინის გახსნის შემდეგ ლოზანაში იმოქმედებს IOC-ის ორი შენობა: უშუალოდ შტაბ-ბინა და ოლიმპიური მუზეუმი.
www.geonoc.org.ge