ფეხბურთი

10:48 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპე: „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლა სურს“

ჩემპიონთა ლიგის „რომასთან“ პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, „პორტუს“ მცველმა, პეპემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი ყველაფერს იღონებს გასამარჯვებლად და შეეცდება ტურნირის ფინალამდეც მიაღწიოს.

„მთავარია, რომ გუნდური სული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. „პორტუს“ ფინალამდე მისვლა სურს. ბედნიერი ვარ ჩემპიონთა ლიგაში თამაშით, განსაკუთრებით „დრაკონების“ მაისურით.“ - უთხრა პეპემ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ „რომა“ – „პორტუს“ პირველი მერვედფინალური შეხევედრა, დღეს, 12 თებერვალს გაიმართება რომში, საპასუხო კი 6 მარტს პორტუში.

0.114912