ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი პოლ სქოულზი „ოლდემ ატლეტიკის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ოლდემი“ ინგლისის ლიგა 2-ის (რანგით მეოთხე დივიზიონი) ბინადარია. სქოულზი კი მთავარი მწვრთნელი პოსტზე პირველად იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას მხოლოდ „მანჩესტერის“ ღირსებას იცავდა და 718 შეხვედრაში 155 გოლი გაიტანა.