გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ დივიზიონში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
სარდინიელები ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ბალტურ ჩენტოს” სტუმრობდნენ და დრამატულ ორთაბრძოლაში 82:81 მოიგეს.
ქართველმა კალათბურთელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.
გიგამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დინამო კალიარიმ” 7 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეთორმეტე-მეთხუთმეტე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 17 თებერვალს, შინ, “ტეზენის ვერონასთან” ჩაატარებს.