ჭადრაკი

12:40 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის ყაიმი, ხოტენაშვილის მარცხი

აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2513) შავი ფიგურებით გერმანელ ელიზაბეტ პაეტცს (2466) დაუპირისპირდა და ყაიმი დააფიქსირა.

შედეგად, ძაგნიძემ 2.0 ქულა მოაგროვა და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო პარტიას კი თეთრებით აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ზატონსკიხთან (2428) გამართავს.

1.0 ქულით მეცხრე-მეათე პოზიციებს ფრანგ მარი სებაგთან (2476) იყოფს ბელა ხოტენაშვილი, რომელიც შავი ფიგურებით ტურნირის ლიდერ – ალექსანდრა კოსტენიუკთან (რუსეთი, 2532) დამარცხდა. მე-6 ტურში ბელა ისევ შავებით სწორედ სებაგს დაუპირისპირდება.
როგორც აღვნიშნეთ, პირველ პოზიციაზე კოსტენიუკი იმყოფება 4.5 ქულით. ის უახლოეს კონკურენტებს – თანამემამულე ვალენტინა გუნინასა (2501) და ამერიკელ ირინა კრუშს (2435) 0.5 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ ათ მონაწილეს შორის წრიული სისტემით მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 40 ათასს მიიღებს.

0.135445