საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ რიგით მეორე საკვირაო შეჯიბრში ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა.
მის აქტივში 11-დან 9,5 ქულაა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
7,5-7,5 ქულით III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. მახო სულაშვილი, 4. ნიკა ჩხაიძე, 5. სოფო ნიკოლაძე.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნიკოლაძემ აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში - საბა ლომსაძემ.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 300 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური