ფეხბურთი

0:17 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის გუნდმა "ბენფიკასთან" 0:10 წააგო... (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXI ტურში გიორგი არაბიძისა და ავთო ებრალიძის "ნასიონალი" ლისაბონში, "ბენფიკას" ესტუმრა და საშვილიშვილოდ შერცხვა - 0:10 წააგო.

ებრალიძეს არ უთამაშია, რადგან განაცხადში არ იყო, ხოლო არაბიძე 46-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში. "არწივებმა" ათიდან 7 გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, მეცხრე გოლი სწორედ ჩვენებურის შეცდომას მოჰყვა, რომელმაც საკუთარ ნახევარზე არაზუსტი და უყურადღებო გადაცემა გააკეთა და "ბენფიკამ" საჩუქარი შეირგო.

რა უნდა ითქვას მეტი იმ შეხვედრაზე, რომელიც მართლაც არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულდა? ალბათ, არც არაფერი. "ნასიონალს" 20 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია (მე-16 ადგილზე). საერთოდ, კოშტინიას გუნდი საშინელ ფორმაშია - ბოლო ექვსი მატჩიდან 5 წააგო და ერთხელ მოიპოვა კინკილა ქულა. ხსენებულ 6 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 19 გაუშვა.

0.133574