კალათბურთი

17:00 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილის 8 ქულა წაგებულ მატჩში

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-3 მარცხი განიცადა, თუმცა, 12 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

“ალ შამალმა” შინაურ კედლებში “ალ ვაკრასთან” 55:64 წააგო, ჩვენებურთაგან კი საქმეში მხოლოდ ბერიშვილი ვიხილეთ. მიშა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ბერიშვილმა ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ალ შამალს” მომდევნო მატჩი 11 თებერვალს, სტუმრად, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ალ სადთან” გამართავს.

0.125062