კალათბურთი

16:35 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 6 ქულა და 10 მოხსნა NCAA-ში

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) მე-5 გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა “კრეიტონ ბლუჯეისს” 63:58 სძლია, სანდრო კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 6 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.
“სეთონ ჰოლს” 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მესამე-მეშვიდე ადგილებს იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 14 თებერვალს “ჯორჯთაუნთან” გამართავს.

თეგებიNCAA
0.110165