კალათბურთი

16:10 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის 21 ქულა და გამარჯვება

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა ლუკა ბულაშვილმა. 20 წლის ქართველი კალათბურთელის “კულერედომ” “როსალიას” 87:42 სძლია, ჩვენებურმა კი 21 ქულა ჩააგდო.

ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 8-დან 4 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ლეგიონერს აქტივში 4 მოხსნა, 8 პასი და 5 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი.
შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ ტრევინ ვუდსს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულას 11 მოხსნა წაამატა.
“კულერედოს” 11 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 თებერვალს, სტუმრად, აუტსაიდერ “აგუსტინოს-ლეკლერკთან” ჩაატარებს.
წარუმატებელი დღე ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსს”. 17 წლის ქართველი უკანახაზელის გუნდმა “სანტურცისთან” გასვლითი მატჩი 67:71 წააგო, რატიმ კი 12 წუთში ორქულიანი ააცილა და აქტივში 2 მოხსნას და 2 პასი ჰქონდა, ხოლო პასივში – 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი.
“მირაფლორესი” 9 მოგებითა და 7 მარცხით A-A ჯგუფში მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს, შინ, “პას პიელაგოსთან” გამართავს.

0.109313