თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი განიცადა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის გუნდმა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “სან პაბლო ბურგოსს” უმასპინძლა და 83:88 წააგო. მაკფადენმა მოედანზე მხოლოდ 04:20 წუთი გაატარა და სამქულიანის აცილება მოასწრო.
ტენერიფელები 12 მოგებითა და 8 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 2 მარტს, სტუმრად, “სარაგოსასთან” გამართავენ.