ჩოგბურთი

15:10 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს მეტოქე შეეცვალა: სეპის ნაცვლად ჩუნგი

26 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 098 480 ევრო) მეტოქე შეეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს თავდაპირველი ვერსიით იტალიელ ანდრეას სეპისთან უნდა ეთამაშა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ABN AMRO WORLD TENNIS TOURNAMENT-დან ტრავმის გამო ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი მოიხსნა, სატურნირო ბადე შეიცვალა.
გადაჯგუფების შემდეგ, მე-9 ნომრად განთესილ ქართველ ჩოგბურთელს პირველ წრეში მოწინააღმდეგედ 22 წლის სამხრეთკორეელი ჰეიონ ჩუნგი ერგო.
ეს უკანასკნელი გასული წლის პირველ ნახევარში საუკეთესო ფორმაში გახლდათ და მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილსაც კი უწია, თუმცა, ბოლო პერიოდია ვეღარ ყოჩაღობს და ამჟამად, კლასიფიკაციაში 50-ეა.
ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილი ავსტრალიელ მეტიუ ებდენთან ერთად როტერდამში წყვილთა ძირითად ბადეში გასვლასაც ცდილობდა, თუმცა, კვალიფიკაციაში ჰოლანდიურ დუეტთან (არენდსი-პელი) 2:6, 7:6 (7:4), 3:10 დამარცხდა.

0.115156