ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ბორდოსთან" მოგებულ (1:0) ლიგა 1-ის 24-ე ტურის მატჩში კუნთი დაიზიანა და შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გამოტოვოს.
პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა მალე უნდა მოახერხოს სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა:
"კავანი კუნთი დაიზიანა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩი მალე გვექნება და ეს დრო სწრაფი რეაბილიტაციისთვის უნდა გამოვიყენოთ. დიდი გამოწვევა გველოდება და ასეთ მატჩებში უკეთესი წამყვანი მოთამაშეები გყავდეს. უკვე ვიცით რომ ნეიმარი ვერ ითამაშებს, მარკო ვერატის და ედინსონ კავანის თამაში კი საეჭვო გახდა." - ციტირებს პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდი გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" პსჟ-ს 13 თებერვალს უმასპინძლებს. განმეორებითი შეხვედრა კი 7 მარტს გაიმართება.