ჭიდაობა

1:33 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 ოქრო ბულგარეთიდან
ჩემპიონები დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა გახდნენ

წაუგებლად აგრძელებს ასპარეზობას საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში მიმდინარე 23 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე. პირველი დღის მსგავსად, მეორე დღეც ჩვენმა ფალავნებმა 100%-იანი შედეგით დაასრულეს. სამი ჩემპიონი და კიდევ სამი ფინალისტი, რომლებიც დღეს იასპარეზებენ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირის გამარჯვებულები რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) და გიორგი სულავა (74 კგ.) გახდნენ. დინგაშვილმა წმინდად მოუგო რუმინელ რაზვანს, ბოლქვაძემ აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა ბულგარელი ბადავროვი, სულავამ კი დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულის ხარჯზე სძლია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს 23 წლამდელთა შორის სლოვაკეთის წარმომადგენელ ტაიმურაზ სალკაზანოვს 6-6.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩემპიონები ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) გახდნენ.

შეჯიბრის ბოლო დღეს კიდევ სამი ქართველი ფალავანი შეეცდება ოქროს მედლის მოპოვებას. ფინალში ზაურ ბერაძე (86 კგ.), ბექა ჭელიძე (97 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) იასპარეზებენ.

0.139862