ჩოგბურთი

23:30 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჩოგბურთელების ფიასკო ფედერაციის თასზე

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მიჯრით მე-4 მარცხი განიცადა და გაისად თამაში უკვე II ჯგუფში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა ინგლისის ქალაქ ბათში მიმდინარე შეჯიბრის ჯგუფურ ეტაპზე სერბეთთან (1:2), ხორვატიასთან (1:2) და თურქეთთან (0:3) წააგეს, დღეს კი, ლიგაში დასარჩენი შეხვედრა სლოვენიასთან დათმეს.
დღის საწყის შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძე (მსოფლიოს 312-ე ჩოგანი) კაია იუვანთან (169-ე) 1:6, 0:3 აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, შემდეგ კი, ეკატერინე გორგოძე (151-ე) დალილა იაკუპოვიჩთან (86-ე) 4:6, 4:6 დამარცხდა.
შედეგად, წყვილთა მატჩმა უკვე აზრი დაკარგა.

0.115252