კალათბურთი

10:21 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და "დეტროიტის" ზედიზედ მესამე გამარჯვება

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატებული პერიოდი ჩაატარა „დეტროიტ პისტონსმა“, რომელმაც მიმდინარე კვირაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. დეტროიტელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი „ნიუ-იორკ ნიქსი“ საკუთარ კედლებში 120:103 დაამარცხეს.

„პისტონსმა“ უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, რომლის შემდეგ 19-ქულის სხვაობით იგებდა, მაგრამ დიდ შესვენებამდე „ნიქსმა“ მოახერხა თამაშში დაბრუნება, რადგან მეორე პერიოდი სტუმრებმა 10 ქულის სხვაობით მოიგეს. მესამე პერიოდიც „ნიუ-იორკის“ სასარგებლოდ დასრულდა (30:26) და შეხვედრაც დაიძაბა. თუმცა, დასკვნით მეოთხეოთხედში „დეტროიტმა“ მობილიზება შეძლო და საბოლოოდ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მაინც მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი პარკეტზე მხოლოდ 11:53 წუთის განმავლობაში იყო. ხსენებულ დროში ზაზამ 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

„დეტროიტის“ რიგებში საუკეთესო ანდრე დრემონდი იყო, რომელმაც 29 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბლეიქ გრიფინმა შეხვედრა 26 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. „ნიუ-იორკის“ რიგებში კი დენის სმიტი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულითა და 8 პასით ულიდერა.

ამასობაში „დეტროიტს“ 25 გამარჯვების წილ 29 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი, 12 თებერვალს შინ „ვაშინგტონთან“ გამართავს.

0.110787