ჩოგბურთი

1:40 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი მატჩი სლოვენიასთან

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში თურქეთთან 0:3 წააგო.

დასკვნით შეხვედრაში ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა პემრა ოზგენსა და იპეკ სოილუს უნდა გაჯიბრებოდნენ, თუმცა, ვინაიდან მატჩს ფორმალური ხასიათი ჰქონდა შერჩენილი, ქართველი ჩოგბურთელები კორტზე აღარ გასულან და მეტოქეს გამარჯვება ჩაეთვალა.
დღის სასტარტო მატჩში მარიამ ბოლქვაძე (312-ე რეიტინგში) კაგლა ბუიუკაკჩაისთან (258-ე) 4:6, 1:6 დამარცხდა, რის კვალადაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ (151-ე) თურქეთის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი პემრა ოზგენთან (238-ე) 6:7 (6:8), 3:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ქართველმა ჩოგბურთელებმა B ჯგუფში ერთნაირი ანგარიშით (1:2) სერბეთთანა და ხორვატიასთან წააგეს და და I ჯგუფში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ.
საქართველოს ნაკრებს დასკვნითი მატჩი შაბათს, 9 თებერვალს ელის, როდესაც A ჯგუფის აუტსაიდერ სლოვენიას ეთამაშება.

0.118409