სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

2:40 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გუჩმაზოვა მსოფლიო თასს გამოეთიშა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გრძელდება მსოფლიო თასი დაშნით ფარიკაობაში TROFEU INTERNACIONAL CIUTAT DE BARCELONA. ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის საწყისი რაუნდის წარმატებით გავლის შემდეგ, მაია გუჩმაზოვამ საუკეთესო 64 მოფარიკავეს შორის მოხვედრა ვერ შეძლო. მაიამ ვენესუელელ მარია მარტინესთან 12:15 წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ ტურნირზე ინდივიდუალურ პირველობაში 48 მოფარიკავე გამოვლინდა, რომლებიც რეიტინგის საუკეთესო 16 სპორტსმენთან ერთად, მედლებისათვის ბრძოლას დღეს, 9 თებერვალს გააგრძელებენ.
შაბათს, ბარსელონაში საქართველოს თავისი წარმომადგენელი მაინც ეყოლება. შეჯიბრების მსაჯთა შორისაა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ირინა ფეიქრიშვილი.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121852