სხვა

2:20 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.

აღმასკომის წევრებმა მოისმინეს საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტისა და ფიგურული ციგურაობის ფედერაციების პრეზიდენტების - ზურაბ კოსტავასა და მარიამ გიორგობიანის ინფორმაცია ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების შესახებ. აღმასკომმა დაამტკიცა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც წარადგინა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა. სარაევოში მივლინებულია 14-კაციანი დელეგაცია, რომლის რიგებშიც არიან 6 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი, 5 ადმინისტრაციული პერსონალი და ოფიციალური პირი.

აღმასკომის სხდომაზე იმსჯელეს 2019 წლის მეორე ევროპული თამაშებისთვის მზადების

შესახებ. აღინიშნა, რომ ევროპული თამაშები არის წლის უმნიშვნელოვანესი კომპლექსური შეჯიბრება, რომლის პროგრამაშიც შედის სპორტის 15 სახეობა, აქედან 10 სახეობას 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვა აქვს. მინსკის თამაშებისთვის მზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს ცალკეული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ევროპულ სპორტულ ფორუმზე წარსდგება წარმომადგენლობითი და ბრძოლისუნარიანი გუნდით, რომელიც ეცდება გააუმჯობესოს წინა თამაშების შედეგები.

აღმასკომმა დამტკიცა სეოკ-ის 2019 წლის ბიუჯეტი.

სხდომაზე მოისმინეს ჟურნალ „ოლიმპიელის„ რედაქტორის პაატა ნაცვლიშვილის ინფორმაცია ოლიმპიზმის პოპულარიზაციის საქმეში ჟურნალიროლის ამაღლებისა და 1900 წლის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენის (გიორგი ნიკოლაძე) შესაძლო მონაწილეობის თაობაზე მოკვლეული მასალებისა და საერთაშორისო გამოხმაურების შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

www.geonoc.org.ge

0.118647