სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

20:09 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მნიშვნელოვანი შაბათ-კვირა

უკრაინის ხელბურთის სუპერლიგაში ირაკლი კბილაშვილის გუნდი, ოდესა 20-33 დამარცხდა ერთ-ერთ ლიდერთან, ზაპოროჟიეს ზტრ-სთან, ამ შაბათ-კვირას კი ევროპაში მოთამაშე ქართველ ხელბურთელებს მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ, მათ შორის - ევროტურნირებზე.

კბილაშვილმა, ოდესის მთავარმა ბომბარდირმა (77 გოლი სეზონში), 5 გოლი გაუტანა ზაპოროჟიეს კლუბს, რომელიც ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერს, ამავე ქალაქის მოტორს 2 ქულით ჩამორჩება. ოდესის გუნდი მეხუთე ადგილზე დარჩა.

ხვალ, EHF თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი აქვს ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცას, რომელიც დანიაში ჰოლსტებროს ხვდება. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით:

9 თებერვალს, 18:00. ჰოლსტებრო (დანია) - კონსტანცა (რუმინეთი), EHF თასის ჯგუფური რაუნდი:

https://www.ehftv.com/int/livestream/tth-holstebro-hc-dobrogea-sud-constanta/1445320

ხვალ და ზეგ, ევროტურნირებზე თამაშობს კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი, მედეა ჩოხელი, რომლის მაკედონიური კლუბი, პელისტერი სერბეთში, მერვედფინალურ ეტაპზე ორჯერ შეხვდება ქალაქ ნისის კლუბს. ამავე ტურნირზე, ოღონდ კაცებს შორის, ისრაელის რამჰატ ჰაშრონისა და საბერძნეთის აეკ-ის მერვედფინალური მატჩების დელეგატი იქნება ლევან გელაშვილი.

გარდა ამისა, 9 თებერვალს თურქეთის ჩემპიონატში ქეთი კუნელაშვილის კლუბი, არდაშენი, ლიდერს, კასტამონუს მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავა. უნგრეთის ჩემპიონატში თეიმურაზ ორჯონიკიძის ფერენცვაროში ხვდება კომლოის, ხოლო რუმინეთში შოთა თევზაძის ფოჩანი მასპინძლობს ბუქარესტის სტიაუას.

ხელბურთი. უკრაინის სუპერლიგა. 1. მოტორ ზაპოროჟიე 15 მატჩი/30 ქულა - 2. ზტრ ზაპოროჟიე 16/30 - 3. ზნტუ-ზას ზაპოროჟიე 19/29 –– 4. დონბასი დონეცკი 19/23 - 5. ოდესა 18/18 – 6. პორტოვიკ იუჟნი 17/12 – 7. ზტრ ბურევესტნიკ ზაპოროჟიე 17/6 – 8. ცსკა კიევი 17/6 – 9. პოლიტეხნიკ ლვოვი 16/0

EHF თასი. ჯგუფური ეტაპი

(პლეიოფში გადის 4 გამარვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი)

A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ), ლოგრონიო (ესპ), სენ-რაფაელი (საფ), ბალატონფურედი (უნგ)

B ჯგუფი: ჰანოვერი (გერ), ტატაბანია (უნგ), რაბოტნიკი (მკდ), ნექსე (ხორ)

C ჯგუფი: პორტუ (პორ), ჰოლსტებრო (დან), კუენკა (ესპ), კონსტანცა (რუმ)

9 თებ: ჰოლსტებრო-კონსტანცა, 16 თებ: კონსტანცა-პორტუ, 25 თებ: კონსტანცა-კუენკა

3 მარ: კუენკა-კონსტანცა, 23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო, 30 მარ: პორტუ-კონსტანცა

D ჯგუფი: გრანოლერსი (ესპ), აზოტი-პულავი (პოლ), კილი (გერ), GOG(დანია)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.126151