ჭიდაობა

18:40 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები დაუმარცხებლად ასპარეზობენ

ბულგარეთში მიმდინარე "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის 23 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე 2 დღის მანძილზე 6 ქართველი ფალავანი გავიდა ხალიჩაზე და ყველა მათგანი წაუგებლად აგრძელებს ასპარეზობას.

შეჯიბრების მეორე დღეს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) და გიორგი სულავა (74კგ.) ნახევარფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) ფინალში გავიდნენ და დღეს ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 19:00 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.

პირდაპირ ტრანსლაციის ლინკი

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.116187