დორტმუნდის „ბორუსიამ“ შესაძლოა მარკო როისი მოისაკლისოს. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, როისმა ტრავმა გერმანიის თასზე „ვერდერთან“ დაპირისპირებისას მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, 2 კვირა იუქმებს.
თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ როისი „დორტმუნდს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ტოტენჰემთან“ ვერ დაეხმარება. მიმდინარე სეზონში გერმანელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 27 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.
„დორტმუნდი“ „ტოტენჰემს“ 13 თებერვალს, „უემბლიზე“ ესტუმრება, ხოლო საპასუხო მატჩი გერმანიაში 5 მარტს გაიმართება.