სხვა

16:10 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გუჩმაზოვამ ჯგუფურ ეტაპზე სამ-სამი მოგება-წაგება მიითვალა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში სტარტი აიღო მსოფლიო თასმა დაშნით ფარიკაობაში TROFEU INTERNACIONAL CIUTAT DE BARCELONA. შეჯიბრში 282 მოფარიკავე მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი მაია გუჩმაზოვა.

საქართველოს ნაკრების მოფარიკავემ ჯგუფური ეტაპი დაასრულა, მაია გუჩმაზოვამ სამი შეხვედრა მოიგო და სამი წააგო.
დღეს, ინდივიდუალურ პირველობაში 48 საუკეთესო გამოვლინდება, რომლებიც რეიტინგის პირველ 16 სპორტსმენთან ერთად, მედლებისათვის ბრძოლას ხვალ, შაბათს, 9 თებერვალს გააგრძელებენ.
ბარსელონაში მსაჯთა შორისაა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ირინა ფეიქრიშვილი.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.137806