თბილისის "ლოკომოტივი" მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნახევარს ესპანეთში გაივლის. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 9-დან 23 თებერვლის ჩათვლით საკურორტო ქალაქ ალბირში მოემზადება და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
"ლოკომოტივი" შეკრებაზე 9 თებერვალს, 24 ფეხბურთელით გაემგზავრება და სასტუმრო Albir Garden Resort-ში დაბინავდება. ალბირი "ლოკოსთვის" ნაცნობი ადგილია. უკანასკნელ 5 წელიწადში, ესპანეთის საკურორტო ქალაქში გუნდი მესამედ მიემგზავრება.
თბილისელთა პრესსამსახურის ცნობით, "ლოკომოტივი" პირველ ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს, ესპანური სეგუნდა B-ს ბინადარ "ალკოიანოსთან" გამართავს. 16 თებერვალს "ლოკოს" მეტოქე ჩინეთის მეორე ლიგის გუნდი - "ჩენჯუ სიტი" იქნება.
მომდევნო მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ადგილოსანი "უფაა". მატჩი 19 თებერვალს გაიმართება. ბოლო ამხანაგურ "მატჩში" "ლოკომოტივი" უზბეკეთის 23 წლამდე, ოლიმპიური ნაკრებს, 21 თებერვალს დაუპირისპირდება.
ესპანური შეკრებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ლუკა შეროზია, დემეტრე ბულისკერია, რევაზ ლომიძე.
მცველები: დავით უბილავა, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, ალექსანდრე გურეშიზე, თორნიკე ძებნიაური, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე.
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ირაკლი კომახიძე, ლაშა გვალია, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე, ლუკა კიკაბიძე, რევაზ ინჯგია.
თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, დავით ჯიქია, ლაშა ოზბეთელაშვილი, შოთა შეყილაძე.