კალათბურთი

11:15 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონდომ „ლეიკერსს“ მოაგებინა, უესტბრუკის 125-ე სამმაგი დუბლი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„ბოსტონი“ შინ „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოსტონელები 128:127-ს იგებდნენ, მატჩის საფინალო სირენასთან ერთად რაჟან რონდომ 2-ქულიანი ჩააგდო და „ლეიკერსმა“ 129:128 იმარჯვა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 12 პასი, 12 მოხსნა. „ბოსტონში“ საუკეთესო კაირი ირვინგი 24 ქულით გახლდათ.

„ოკლაჰომამ“ საკუთარ დარბაზში „მემფისი“ 117:95 დაამარცხა. მეორე ტაიმი „ოკლაჰომამ“ 24 ქულით მოიგო. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში 21-ე და კარიერაში 125-ე სამმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 15 პასი, 13 მოხსნა. რასელი ზედიზედ ბოლო შვიდი შეხვედრაა სამმაგ დუბლს აკეთებს, რაც ნბა-ს ბოლო 51-წლიან ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ზედიზედ ყველაზე მეტი ცხრა სამმაგი დუბლი უილტ ჩემბერლენის ანგარიშზეა.

„ატლანტა“ შინ „ტორონტოსთან“ 101:119 დამარცხდა. კანადელებმა პირველი ტაიმი 8 ქულით წააგეს, თუმცა, მეორე ტაიმი „ტორონტომ“ 25 ქულით მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა სიაკამმა ჩააგდო. „ატლანტაში“ 19 ქულით პრინსი გამოირჩა. „ტორონტო“ 40 მოგებით და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„ინდიანა“ – „კლიპერსი“ 116:92 (36:31, 35:22, 27:20, 18:19)

https://www.youtube.com/watch?v=g1Wuxc7p2tM

„ორლანდო“ – „მინესოტა“ 122:112 (32:31, 39:27, 31:27, 20:27)

https://www.youtube.com/watch?v=NfUJIkkVHiE

„ატლანტა“ – „ტორონტო“ 101:119 (33:22, 35:38, 17:28, 16:31)

https://www.youtube.com/watch?v=-UhVySFTDq8

„ბოსტონი“ – „ლეიკერსი“ 128:129 (30:24, 36:33, 27:42, 35:30)

https://www.youtube.com/watch?v=KBLFrC6-ZwU

„ოკლაჰომა“ – „მემფისი“ 117:95 (27:32, 24:21, 32:19, 34:23)

https://www.youtube.com/watch?v=XG3ZfGsm0fM

„პორტლენდი“ – „სან ანტონიო“ 127:118 (31:34, 39:23, 26:33, 31:28)

https://www.youtube.com/watch?v=zwwIBM4CHjE

თეგებინბა
0.115531