თამაშგარე

10:58 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გავაგანიერ ქალთა კონკურსი მსოფლიოს იპყრობს

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მსოფლიოში ცნობილი კონკურსი - “მის ბუმ ბუმი“ განახლდა და ამ გაგაგანიერი ქალების შეჯიბრების ჟიური გაოგნებულია იმდენი გემრიელად ჩაკურატებული ასული აკითხავთ, სწრაფად იძრობენ საწმერთულს და ყველას წინაშე თავს იწონებს საკუთარი სიმრგვალეებით.

მესამე წელია, რომ ეს კონკურსი საერთაშორისო გახდა და ახლა ქალბატონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან ბრაზილიაშო, სადაც ეს “მის ბუმ ბუმი“ ტრადიციულად ტარდება. იყო იდეა, რომ კონკურსი სხვა ქვეყნებშიც გამართულიყო, მაგრამ ჯერჯერობით ბრაზილია მაინც უკონკურენტოა.

შარშან “მის ბუმ ბუმის“ დასკვნითი ეტაპი ლეგენდარულ “მარაკანას“ სტადიონზე გაიმართა და იმდენი ხალხი მივიდა, რომ ამ მრავლისმნახველ სტადონზე დასწრების კუთხით კინაღამ ახალი რეკორდი დამყარდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბრაზილიაში თავმოყრილი ეს დიდებული, გავაგანიერი ქალები მალე მთელს მსოფლიოს დაიპყრობენ.

0.153456