ფეხბურთი

0:55 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: აზაცკი "ტორპედოში" დაბრუნდა

ქუთაისის „ტორპედომ“ ოლექსანდრ აზაცკი დაიბრუნა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი წერს, ჩეხურ „ბანიკთან“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება შედგა და ფეხბურთელი ქუთაისში დაბრუნდება.

აზაცკი „ტორპედოს“ ღირსებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იჯარის წესით დაიცავს. 25 წლის ფეხბურთელი გუნდს 9 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

შეგახსენებთ, აზაცკი „ტორპედოში“ გასულ სეზონშიც იჯარით თამაშობდა და ყველა ტურნირის ჩათვლით 30 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მანამდე უკრაინელ ფეხბურთელს „ბანიკში“, „ჩერნომორეცში“, კიევის „დინამოს“ მეორე გუნდსა და „მეტალისტში“ უთამაშია.

0.117105