7 თებერვალს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში სტარტი აიღო "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირმა 23 წლამდელთა შორის. UWW-ს ეგიდით მიმდინარე შეჯიბრებაში 18 ქვეყნის 200-ზე მეტი ფალავანი იღებს მონაწილეობას. პირველ დღეს ხალიჩაზე 61,70,79, 92 კგ. კატეგორის ფალავნები გავიდნენ საასპარეზოდ.
სასიხარულოა, რომ საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების სამივე ფალავანი ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) ფინალში გავიდა და დღეს ოქროს მედლებისთვის იჭიდავებს.
დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 57, 65, 74 კგ. კატეგორიის ფალავნები გამართავენ, საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) და გიორგი სულავა (74კგ.) გავლენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 19:15 საათიდან დაიწყება.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური