ირანის ყოფილი მწვრთნელი პორტუგალიელი კარლუშ კეირუში კარიერას კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
კეირუში ირანის ნაკრებში გასული რვა წლის განმავლობაში მუშაობდა. კარლუშის გუნდმა აზიის თასის ნახევარფინალში იაპონიასთან 0:3 წააგო და აღნიშნული მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ნაკრები დატოვა. ირანამდე კი კეირუში პორტუგალიის ნაკრებს ედგა სათავეში.
კოლუმბიის ეროვნულ გუნდს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხოსე პეკერმანი წვრთნიდა. გუნდმა მერვედფინალში შეძლო გასვლა, თუმცა ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა.