ფიფამ 2019 წელს რეიტინგი პირველად გამოაქვეყნა. ვინაიდან, სანაკრებო ფანჯარა იანვარში არ ყოფილა, ბევრი გადაადგილება არაა განახლებულ რეიტინგში. არც საქართველოს ნაკრებს ჩაუტარებია მატჩები, თუმცა ორი პოზიციით მაინც დაქვეითდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდს 1269 ქულა აქვს და აქამდე თუ 89-ე პოზიციას იკავებდა, ახლა 91-ე ადგილზეა.
...88. კვიპროსი - 1276
89. უზბეკეთი - 1275
90. ომანი - 1273
91. საქართველო - 1269
92. ისრაელი - 1265
93. ტრინიდადი და ტობაგო - 1260
94. ბენინი - 1257
95 ყირგიზეთი - 1253
რაც შეეხება, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ჯვაროსნების“ მეტოქეებს, ამ დროისთვის შემდეგ პოზიციებს იკავებენ:
8. შვეიცარია - 1599
10. დანია - 1589
34. ირლანდია - 1474
194. გიბრალტარი - 905
ერთა ლიგის ნახევარფინალში ქართველთა მოწინააღმდეგე ბელარუსი კი, 78-ე ადგილზეა:
78. ბელარუსი - 1317
და ბოლოს, საუკეთესო ათეული, რომელშიც წინა თვესთან შედარებით ცვლილება არ მომხდარა.
1. ბელგია - 1727 ქულა
2. საფრანგეთი - 1726
3. ბრაზილია - 1676
4. ხორვატია - 1634
5. ინგლისი - 1631
6. პორტუგალია - 1614
7. ურუგვაი - 1609
8. შვეიცარია - 1599
9. ესპანეთი - 1591
10. დანია - 1589