ფეხბურთი

12:16 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ „ინტერის“ გენერალურ დირექტორს შეხვდება

მილანის „ინტერის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, შესაძლოა, ყოფილ კლუბს დაუბრუნდეს - გვამცნობს Football Italia. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი მილანში იმყოფება და დღეს, 7 თებერვალს, „ინტერის“ გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას შეხვდება.

„ნერაძურის“ ხელმძღვანელობა, მოურინიუს, ზაფხულიდან გუნდის მთავარი მწვთნელის პოსტზე განიხილავს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს „ინტერს,“ „იუვენტუსის,“ იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი, ანტონიო კონტე ჩაიბარებდა. თუმცა, თავად სპეციალისტმა უარყო ეს ხმები.

მოურინიუ „ინტერს“ 2008-10 წლებში წვრთნიდა. პირველ სეზონში მან გუნდი იტალიის ჩემპიონი გახადა, მომდევნოში კი „თრებლი“ (ოქროს ჰეთ თრიქი) შეასრულა - ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

0.128863