ჩოგბურთი

1:52 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო დევისის თასზე ნორვეგიას გაეჯიბრება

შარშან ორლანდოში ჩატარებულ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე დევისის თასის ახალ ფორმატი დამტკიცდა.

ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებს საშუალება მიეცა 2018 წელს მეორედან მესამე ლიგაში დაქვეითების მიუხედავად, წლეულს 1 მატჩი ჩაატაროს და წარმატების შემთხვევაში, 2020 წლისთვის ისევ მეორე ლიგას დაუბრუნდეს.

გუშინ ლონდონში გამართული წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ქართველ ჩოგბურთელებს მეტოქედ ნორვეგია ერგოთ. საქართველოს ნაკრები სტუმრად ითამაშებს, შეხვედრები კი 5-6 აპრილს ჩატარდება.

ამავე დონეზე რუმინეთი ზიმბაბვეს უმასპინძლებს, დანია – თურქეთს, ეგვიპტე – სლოვენიას, სამხრეთ აფრიკა – ბულგარეთს, ხოლო მაროკო – ლიტვას.

0.116859