კალათბურთი

23:43 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის “ტენერიფე” მერვედფინალში ითამაშებს

თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებითა და ჯგუფში პირველი ადგილით დაასრულა და ახლა, მზადებას პლეი-ოფისთვის დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის გუნდი საბერძნეთს სტუმრობდა და სალონიკში პაოკ-ს 85:77 სძლია.
მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:28 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თადს კარგი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია და მხოლოდ 2 საჯარიმო გამოიყენა, 4 ორქულიანი და 2 სამქულიანი კი ააცილა და პასივში 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.
ტენერიფელებმა B ჯგუფში 14-დან 12 მატჩი მოიგეს და უახლოეს კონკურენტ – იტალიური “უმანა რეიერ ვენეციას” 2 გამარჯვებით გაუსწრეს.
ამგვარად, მაკფადენის გუნდი მერვედფინალში აღმოჩნდა, რომელიც მიმოსვლითი სისტემით 5-13 მარტს შედგება. თუ ვინ იქნება “იბეროსტარის” მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.

0.113154