საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გამარჯვება იზეიმა.
კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე უნგრული „პუშკაშ აკადემია“ გახლდათ და ქუთათურებმა 3:1 გაიმარჯვეს. პირველ ტაიმში თავი ბუდუ ზივზივაძემ და ლევან გეგეჭკორმა გამოიჩინეს, ხოლო მეორე ნახევარში გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ „ტორპედო“ მეორე სპარინგს 7 თებერვალს, მინსკის „დინამოსთან“ ჩაატარებს.