ჩოგბურთი

15:55 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ფედერაციის თასის სტარტზე

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ჩაება. საწყის შეხვედრაში ჩვენებურთა მეტოქე სერბეთია, სტარტი კი წარუმატებელი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მინი-ტურნირს ინგლისის ქალაქი ბათი მასპინძლობს, B ჯგუფში ქართველ ჩოგბურთელთა კონკურენტები კი სერბეთი, ხორვატია და თურქეთი არიან.
დღის პირველ მატჩში მარიამ ბოლქვაძე (მსოფლიოს 312-ე ჩოგანი) ივანა ჯოროვიჩს (117-ე) გაეჯიბრა და 3:6, 1:6 დამარცხდა.
ამ წუთებში ეკატერინე გორგოძე (151-ე ჩოგანი) ოლგა დანილოვიჩს (112-ე) ეთამაშება, ბოლოსკენ კი წყვილთა შეხვედრაა დანიშნული: გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა დანილოვიჩისა და ჯოროვიჩის პირისპირ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების რიგებში ზოზია ქარდავაც ირიცხება, კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერია.

0.118008