ჩოგბურთი

14:37 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მარცხი წყვილებში

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებას გამოეთიშა, ამდენად, ბრძოლას მხოლოდ ერთეულთა შეჯიბრში გააგრძელებს.

შაფათავა და ბელარუსი სვიატლანა პირაჟენკა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუმინულ დუეტს (კრისტიანი-როსკა) გაეჯიბრნენ და 4:6, 2:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა კვალიფიკაციაში სოფომ 2 წრე გაიარა და დღეს, ძირითად ბადეში ძალებს რუს იანა სიზიკოვასთან მოსინჯავს.

0.110775