"ვაშინგტონ უიზარდსის" ლიდერი ჯონ უოლი ერთი წელი კალათბურთს ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უოლი სახლში დაეცა და მარცხენა აქილევსის მყესი დაიზიანა.
უოლის გარეშე "ვაშინგტონს" ძალიან გაუჭირდება შეხვედრების მოგება. მიმდინარე სეზონში, უკანახაზელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21 ქულას, 8.7 პასს და 3 მოხსნას აგროვებდა.