ფეხბურთი

4:15 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყვითელი კედლის ფონზე ამღერებული "მუსიკოსები" (+VIDEO)

გერმანიის თასის 1/8 ფინალში „დორტმუნდმა“ ბრემენის „ვერდერის“ უმასპინძლა და გუნდებმა მაყურებელს დაუვიწყარი თამაში აჩუქეს. მატჩი, რომელიც დრამატული გამოდგა და არაფერი აკლდა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-5 წუთზე მილოტ რაშიცამ („ვიტესში“ კაშიასა და ყაზაიშვილის თანაგუნდელი იყო) ბრემენელები დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლო მარკო როისმა ჯარიმით გაათანაბრა.

ეს არაფერი გახლდათ იმასთან, რაც დამატებით 30 წუთში მოხდა. კრისტიან პულიშიჩმა და აჩრაფ ჰაკიმმა შესაბამისად, 105-ე და 113-ე წუთებზე ორჯერ დააწინაურეს „ბორუსია“. შუალედში (108-ე წუთზე) 40 წლის კლაუდიო პიზარომ გაათანაბრა ერთი ხანობა, ხოლო 119-ე წუთზე მარტინ ჰარნიკმაც გაიტანა და ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა.

საფეხბურთო ლატარეაში „ბრემენელმა მუსიკოსებმა“ ივარგეს (4:2) და მეოთხედფინალის საგზური მოიპვეს. ლუსიენ ფავრის „დორტმუნდი“ კი მიმდინარე სეზონში პირველ ტურნირს გამოეთიშა.

0.130434