დავით სხირტლაძე კარიერას ლატვიურ „რიგაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ბალტიისპირელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
25 წლის სხირტლაძე ბოლო 6 თვის განმავლობაში სლოვაკური „სპარტაკ ტრნავას“ რიგებში თამაშობდა, რომლის რიგებშიც 12 თამაში ჩაატარა (აქედან 4 ევროპა ლიგაზე).
მანამდე კი, ქართველმა შემტევმა კარიერის უმეტესი ნაწილი დანიაში, „ორჰუსისა“ და „სილკებორგის“ რიგებში გაატარა.
რაც შეეხება „რიგას“, ლატვიის მოქმედი ჩემპიონია და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.