ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში მე-11 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ წრეში "უაილდ ქარდის" მქონე იაპონელ ანჯე ობი კაჯურუ 6:2, 4:6, 10:8 დაამარცხა, დღეს კი, გადამწყვეტ რაუნდში მე-4 რეიტინგის მქონე იტალიელ მარტინა გარეგაროსთან 6:2, 6:2 იმარჯვა.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში სოფოს მეტოქე რუსი იანა სიზიკოვა იქნება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და ბელარუსი სვიატლანა პირაჟენკა მე-4 რეიტინგის მქონე რუმინელებს (კრისტიანი-როსკა) გაეჯიბრებიან.