ჩოგბურთი

15:21 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ იაპონელს აჯობა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველი გამარჯვება იზეიმა.

კვალიფიკაციაში მე-11 ნომრად განთესილმა შაფათავამ “უაილდ ქარდის” მქონე იაპონელი ანჯე ობი კაჯურუ 6:2, 4:6, 10:8 დაამარცხა და დღეს ძალებს მე-4 რეიტინგის მქონე იტალიელ მარტინა გარეგაროსთან მოსინჯავს.
დღესვე, წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და ბელარუსი სვიატლანა პირაჟენკა მე-4 განთესვის მქონე რუმინულ დუეტს (კრისტიანი-როსკა) დაპირისპირდებიან.

0.116503