მასიმილიანო დუარტემ, „კარდიფ სიტის“ თავდამსხმელის, ემილიოანო სალას მეგობარმა, ფეხბურთელის დაკარგვაში მისი აგენტი დაადანაშაულა.
„სიმართლე ის არის, რომ ამ ამბავს დამნაშვე ჰყავს. ემილიანო არასოდეს ჩაჯდებოდა ასეთ გაუმართავ თვითმფრინავში, მაგრამ ის აიძულეს. ისიც დათანხმდა, რადგან პროფესიონალი ფეხბურთელია და ასეთი ქმედებები მის მოვალეობაში შედის.“ - უთხრა დუარტემ ესპანურ Marca-ს.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს, სამძებრო ჯგუფმა ლა-მანშის ფსკერზე კერძო თვითმფრინავის ნამსხვრევები და ერთი ადამიანის გვამი აღმოაჩინა..