ფეხბურთი

9:48 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ტიროდა, მბაპემ და ალვეშმა ბრაზილიური იცეკვეს

სპორტი რომ ნელ-ნელა შოუბიზნესს ემსგავსება, უკვე აღარავის უკვირს. ნეიმარმა კი საკუთარი დაბადების დღეები ბომონდის შეკრების ადგილად და ყვითელი მედიის გემრიელ ლუკმად აქცია. შარშან იყო და, მთელი პარიზი მის დღეობაზე ლაპარაკობდა. არც ამჯერად „შეურცხვენიათ თავი.“

ნეიმარი 27 წლის მოიყარა და პარიზში, ელისეს მინდვრების ერთ-ერთ პავილიონში, ოჯახის წევრები, მოკეთეები და პარისენჟერმენელი თანაგუნდელები დაპატიჟა. იქ იყვნენ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი, დანი ალვეში და კილიან მბაპე. დიჯეი ბობ სინკლერი და ბრაზილიელი მომღერალი, უესლი საფადანი.

ნეიმარი წვეულებაზე ყავარჯნებით მივიდა, გულისამაჩუყებელი სიტყვა წარმოთქვა და ცრემლებიც წამოსცვივდა: „სპორტსმენებს კარგად ესმით ჩემი ახლანდელი მდგომარეობა. ყავარჯნებით სიარული საშინელებაა. მაგრამ თქვენი დახმარებით ისევ ძლიერი ვრჩები. თქვენი შემყურე ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ყველაზე ძალიან მინდორზე გასვლა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება - ფეხბურთის თამაში მინდა. საუკეთესო საჩუქარი კი ახალი ძვალი იქნებოდა მოტეხილის მაგიერ.“ - დასძინა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ტრავმა, 23 იანვარს, „სტარსბურთან“ სათასო მატჩში მიიღო და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს.

ღონისძიების სხვა მონაწილეებსაც არ მოუწყენიათ. მაგალითად, კილიან მბაპემ და დანი ალვეშმა, პოპულარული ბრაზილიური სიმღერის Parado no Bailão-ს თანხლებით იცეკვეს. ტრავმის მიუხედავად, მათ იუბილარიც შეუერთდა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.199491